შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » გარემოს დაცვა/ეკოლოგია

გთხოვთ, დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.

საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ბუნებრივი კატაკლიზმების, სტიქიური უბედურებებისა და მასშტაბური საწარმოო ინციდენტების პრევენციის საკითხს, რისთვისაც წინასწარ შეიმუშავებს აღნიშნული პრობლემების წინასწარი პროგნოზირების და თავიდან აცილების, კრიზისების მართვის პროგრამებს. საქართველო უზრუნველყოფს რადიოაქტიური სარაკეტო საწვავისაგან, მავნე ქიმიური ნიმთიერებებისაგან ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას. ჰაერის დაბინძურების წყაროებზე კონტროლის დაწესებას, საკვების უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას, საქართველოს კანონმდებლობის ევროპისა და გაეროს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნება, ეს  როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიო ხალხის ნომერ პირველი საზრუნავი უნდა იყოს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიება, გამოყენება და მათი პოპულარიზაცია, რადაგან საქართველოს გააჩნია არატრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის განვითარების დიდი პოტენციალი, თუმცა ჯერ-ჯერობით თითქმის არ გამოიყენება ისეთი მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია. 

საქართველოსათვის შედარებით  ახალი  პრაქტიკაა  მეცხოველეობის  ნარჩენების  გადამუშავება  და  მისგან  ბიოგაზის  წარმოება.

ენერგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა მზის ბატარეები. ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტროენერგიად გარდაქმნის და იძლევა მუდმივი დენის საშუალებას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით