შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » გარემოს დაცვა/ეკოლოგია

გთხოვთ, დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.

განვითარების გრძელვადიანი ხედვა უარს ამბობს რესურსებისადმი უტილიტარულ, მყისიერ მოგებაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებაზე. ბუნებისადმი მომხმარებლური მოპყრობა იწვევს ადამიანის საცხოვრებელი გარემოს მოშლას. სწორედ ამის გამოა, რომ დღეს უპრეცედენტო ეკოლოგიური გამოწვევების პირისპირ ვდგავართ. მდგრადი განვითარების სტრატეგია იცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ბალანსს. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვეობას და უარი ვთქვათ მონორესურსულ პოლიტიკაზე, სადაც ეს შესაძლებელია. უნდა მოვძებნოთ ენერგიის, რესურსების ალტერნატიული წყაროები. ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. პრეზიდენტს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით