შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » გარემოს დაცვა/ეკოლოგია

გთხოვთ, დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.

25 წლის შემდეგ დიდი ჰესების მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია საქართველოში. საბჭოთა პერიოდის დროს დაპროექტებული ჰიდროელექტროსადგურების თემა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გაიხსენეს. საბჭოთა პერიოდშიც კი ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა ამ პროცესის შეჩერება. ხუდონჰესისა და ნამახვანჰესის მშენებლობა ფუნდამენტურად შეცვლიდა და შეცვლის რამოდენიმე ტრადიციული, ისტორიული ხეობის მიკროკლიმატს და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მოუწევს მამა-პაპათა კერიის მიტოვება. ზოგადად, გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამართლება ყოველთვის რთულია. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აშენებული ელექტროსადგულების მიერ გამომუშავებული ენერგიას არანაირი დადებითი შედეგი არ ექნება შიდა ბაზარზე ტარიფების გაიაფებასთან. 2009 წლის კანონით ახლადაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გათავისუფლებული სახელმწიფო რეგულაციისგან და არ ექვემდებარება მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებს. დერეგულირებული ფასი კი არ იქნება იმპორტზე ან თბოელექტროსადგურებით მიღებული ელექტროენერგიის საფასურზე დაბალი და მხოლოდ ქვეყნის გარეთა ბაზრებზე გაყიდვისთვის არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ამ ელექტროსადგურებს არ ექნებათ ის სოციალური და ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი ტარიფების შემცირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირებს. შესაბამისად ჩვენი შეთავაზეება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა სახელმწიფო ინვესტიციით, რაც დაიცავს გარემოს და განავითარებს საქართველოს ეკონომიკას.  

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით