შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » გარემოს დაცვა/ეკოლოგია

გთხოვთ, დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ.

ეკოლოგიური პრობლემები გადაჭრაზე ზრუნვა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია. ეკოლოგიური აზროვნება უნდა იყოს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ხედვებისა და პროეტების შემადგენელი ნაწილი.

საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებისას საგანგებო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. აქტიურად უნდა გაგრძელდეს უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების კუთხით. ამასთან,  ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჰიდრორესურსების უფრო ეფექტიანი ათვისება, რაც ეროვნული უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით