შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ხვედრითი წილი პოზიტიურ ნიშნულს უახლოვდება. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას მივაპყრობ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას, სადაც სამი ქალბატონია, მათ შორის კი ისეთი  პოლიტიკური ფიგურა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა (სხვა საკითხია, რამდენად ვიზიარებ მე თუ მავანი მის მოსაზრებებს); საქართველოს პარლამენტშიც აქტიურობით და შესაძლოა, მომეტებული აქტიურობითაც პარლამენტარი ქალბატონები გამოირჩევიან; არასამთავრობო ორგანიზაციებში წამყვანი პოზიციები სწორედ ე.წ. სუსტი სქესის წარომადგენლებს უჭირავთ და ეს სექტორი ბოლო პერიოდში ქართული პოლიტიკის აქტორთა ძირითად სამჭედლოდ იქცა. ასე რომ, მასტიმულირებელი ხასიათის ინიციატივების საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ, მთავარია, არ დავუპირისპირდეთ  პოლიტიკაში ქალთა თანამონაწილეობის პროცესს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით