შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

საქართველოში ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს. გასულ არჩევნებამდე, ქალთა რაოდენობა პარლამენტში  მხოლოდ 6% იყო - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თუმცა ქალთა წარმომადგენლობა როგორც ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში, ისე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნომინალური რჩება.

ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, ამიტომ დემოკრატიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადეკვატური იყოს. ნამდვილ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ, თუ მოსახლეობის ნახევარს პარლამენტში მხოლოდ 6, 10, 15% წარმოადგენს.

საქართველოს ამ მიმართულებით ბევრი რამის სწავლა შეუძლია საერთაშორისო გამოცდილებიდან. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მოხდეს ამ საკითხის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება. ამისთვის მმართველი გუნდისა და, ზოგადად, პოლიტიკური ელიტის პოლიტიკური ნება უაღრესად მნიშვნელოვანია.

ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მუშაობა. ერთად უნდა დავძლიოთ სტერეოტიპული შეხედულებები ქალის როლის შესახებ და საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე ისეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ,  სადაც ყველა ქალს ექნება თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ქალები ჩაბმული უნდა იყვნენ გადაწყვეტილებების მიღებაში, უნდა იმყოფებოდნენ ძალაუფლების ველში. საქართველოს დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დამყარებულ საზოგადოებად გარდაქმნაში ქალთა როლი ფასდაუდებელია.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით