შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დაარსების დღიდან მხარს უჭერს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. პარტიაში ფუნქციონირებს ქალთა ორგანიზაცია,  რომლის  მთავარი მიზანი პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვაა. ორგანიზაცია ზრუნავს  ახალი კანდიდატების, აქტივისტების, რიგითი წევრების მოზიდვაზე, ქალი ლიდერების  აღზრდასა და წარმოჩენაზე;  ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრენინგებს, სემინარებს და დისკუსიებს ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; ხელს უწყობს ქალების დაწინაურებას პარტიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა აუცილებელია   საკანონმდებლო დონეზეც. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ისარგებლა  წახალისების იმ მექანიზმით, რომელიც ჩაიდო კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური  გაერთიანებების შესახებ“ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის  დაკომპლექტებისას ყოველ ათ კანდიდატში 20% ქალი წარადგინა. პარტია მხარს უჭერს ამ ნიშნულის 30% გაზრდას და სხვა მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით