შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ყოფნისას პარლამენტის  თავმჯდომარის პოსტზე შეიქმნა გენდერული თანასწორობის კონცეფცია, რომელიც დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. 

ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი გენდერული პოლიტიკის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას, ქალთა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მათ დაწინაურებას.

 მხარს ვუჭერთ:

  • მთავრობაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივი სტრუქტურების ჩამოყალიბებას;
  • სახელმწიფო გენდერული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შექმნას;
  • ეროვნული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას ქვეყანაში ქალთა დაწინაურებისა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად;
  •  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას;
  • შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას;
  • გამჭვირვალე და ნათელი მექანიზმების დანერგვით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხებში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით