შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » სექსუალურ უმცირესობათა უფლებები

რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?

მოცემულ შეკითხვას რამდენიმე შემადგენელი გააჩნია - საზოგადოდ უფლება, ამ უფლების რეალიზაცია და საკითხისადმი კონცეპტუალური მიდგომის არგუმენტაცია. სექსუალურ უმცირესობათა უფლება, განახორციელონ საკუთარი არჩევნის თანაფარდი ქმედებები, რეგლამენტირებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით „სექსუალურ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციით“, რომელიც არავის აძლევს უფლებას  უხეშად ჩაერიოს ზემოთ მითითებულ არჩევანში და რაც, ჩემი აზრით, იმასაც ითვალისწინებს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმით არ მოითხოვონ ე.წ. სექსუალური უმრავლესობისგან მათი არჩევნის უპირობოდ აღიარება. ეს დებულება დათქმის სახით ცალსახადაა დაფიქსირებული ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში. ვფიქრობ, სახელმწიფომ განსხვავებულ ინტერესთა დაბალანსებაში უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. სხვა მხრივ, მისი აქტიურობა ვერ იქნება გამართლებული, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხს, იგი ნებისმიერი ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. მოცემული საკითხისადმი ჩემი, როგორც კონკრეტული მოქალაქის კონცეპტუალური მიდგომის ძირითადი არგუმენტის საფუძველია უპირობო აღიარება იმისა, რომ სამყაროს განვითარების თუ მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების პირველწყარო, ევოლუციური სვლაგეზი და დიალექტიკურ კანონზომიერებათა დინამიკაა, რაც მეცნიერული თვალსაზრისით უპირობოდ ეყრდნობა მდედრისა და მამრის ურთიერთობას არა მხოლოდ სამყაროს ბიოლოგიურ, ორგანულ სეგმენტში, არამედ, როგორც ამას თანამედროვე მეცნიერებაც ამტკიცებს, თვით არაორგანულ ნაწილშიც  კი და, როდესაც ადამიანი ევოლუციური განვითარების მყარ საფუძველს უპირისპირდება, იგი მისი (ადამიანის) არსებობის პერსპექტივასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გულახდილად ვაღიარებ, რომ არ მსურს კაცობრიობა ისეთი არჩევნის წინაშე დადგეს, როდესაც სასწორის ერთ პინაზე მისი უფლება დაიდება, ხოლო მეორეზე თვით მისი არსებობის საკითხი სამყაროში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით