შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » სექსუალურ უმცირესობათა უფლებები

რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?

საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი და შესაბამისი წესებით ცხოვრობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები როგორიცაა სიცოცხლის ხელშეუხებლობა, საკუთრების უფლება, ოჯახის ინსტიტუტი, პიროვნული და ეროვნული ღირსება.

მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანი თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად უნდა გრძნობდეს და ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებულობა მათზე ძალადობის ან უფლებრივი შეზღუდვის საფუძველი არ უნდა იყოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვერავის შევზღუდავთ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით და ვერც არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას გამოვაცხადებთ სისხლის სამართლის დანაშაულად. ეს ყველაფერი ადამიანის პირად ცხოვრებას განეკუთვნება და სახლემწიფოსა და პოლიტიკის საქმე არ არის. სახელმწიფოს საქმეა, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცება, მეორე მხრივ, დააფინანსოს და  ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულის სწავლებას. აგრეთვე, ერთი მხრივ, ყოველმხრივ განამტკიცოს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი და მეორე მხრივ არ დაუშვას ძალადობა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ერთსქესიან ქორწინებას. ვინაიდან ეს წინააღმდეგობაშია ქორწინების ტრადიციულ გაგებას. რატომ უნდა შევცვალოთ ქორწინების ცნების შინაარსი? ჩვენ ვიცით, რომ ქორწინება გულისხმობს ქალის და მამაკაცის კავშირს. ერთსქესიანი ქორწინების დროს ეს ნიშნავს ორი ნებისმიერი ადამიანის კავშირს. ასეთ შემთხვევაში, მე მაქვს შეკითხვა - რატომ მხოლოდ ორი? მგონი გასაგებია, რომ აბსურდამდე მივდივართ.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით