შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » სექსუალურ უმცირესობათა უფლებები

რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?

დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვა. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი უმცირესობათა უფლებებს. თანამედროვე დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას და, ამავე დროს, უმცირესობის უფლებათა დაცვას. დიდი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ზღუდავდეს უმცირესობის უფლებებს.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანთა დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია. ამასთანავე, იგი უნდა ქმნიდეს და იცავდეს ადამიანთა სრულფასოვანი, შემოქმედებითი თვითრეალიზაციის პირობებს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით