შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » სექსუალურ უმცირესობათა უფლებები

რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?

პირადი ცხოვრება ხელშეუვალია, შესაბამისად შეუძლებელია სახელმწიფო ერეოდეს კონკრეტული ადამიანების სექსუალური ორიენტაციის დადგენასა და მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. თუმცა თუ თანასწორუფლებიანობაში იგულისხმება ისეთი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, როგორიცაა ქორწინება და შედეგად ერთსქესიანთა წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანა, ბენებრივია, ეს სრულიად მიუღებელია. პირიქით, შეთავაზებულია საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო აღიარებს და იცავს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას. კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში ქორწინების მხარეები არ არის განსაზღვრული და საუბარი მხოლოდ მათ უფლებრივ თანასწორობას ეხება. შესაბამისად, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, სამოქალაქო კოდექსი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ნებისმიერ პირს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. ასე  რომ, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება შეიძლება დაკანონდეს არა რომელიმე საკანონმდებლო აქტის მიღებით, არამედ არსებული ნორმის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებით. შემოთავაზებული რედაქცია კი იმეორებს იმ საკონსტიტუციო ნორმის რედაქციას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიტვის, ლატვიისა და უნგრეთის კონსტიტუციებშია დაფიქსირებული.  

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით