შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

ჩვენ უარს ვამბობთ ძალის გამოყენებით კონფლიქტების მოგვარებაზე. გვინდა გაერთიანება და აფხაზ და ოს ხალხთან ერთად თანაცხოვრება.

  • უნდა ვიპოვოთ საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან;
  • საქართველო, მათ შორის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ვერ იარსებებს აფხაზების და ოსების გარეშე; მაგრამ ვერც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იარსებებს საქართველოს გარეშე;
  • ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველების და აფხაზების, ქართველების და ოსების ერთად ცხოვრების ღირსეული პირობები. პირველი ნაბიჯი ამ გეგმის განსახორციელებლად უნდა იყოს ახალგორის და გალის რაიონების და კოდორის ხეობის დემილიტარიზაცია:
  • დევნილების უსაფრთხო დაბრუნება;
  • მხოლოდ საერთაშორისო პოლიციური ძალების კონტროლის დაწესება;
  • საერთაშორისო ეგიდით ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება.

საქართველოს პრიორიტეტი უნდა გახდეს მიმზიდველობის პოლიტიკა. ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული წყობა ეკონომიკური განვითარების მოდელი და ტემპები, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება, ჰარმონიული და თანაბრად განვითარებული რეგიონები უნდა ჰქმნიდნენ ევროპული სტილის მიმზიდველ ქართულ გარემოს.

რუსეთი, ა.შ.შ. და ევროპა ეს სამკუთხედი  არის ბუნებრივი სამკუთხედი, რომელსაც საქართველო ვერ გაექცევა და არც უნდა გაექცეს. საქართველო არის და იქნება რუსეთის მეზობელი, ამერიკის პარტნიორი და ევროპის ნაწილი. საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკის საშუალებით შესაძლებელია გახდეს ამ სამკუთხედის მთავარი მოთამაშე, არა ობიექტი სხვისი თამაშებისა არამედ ავტორი საკუთარი საგარეო პოლიტიკისა.

საქართველო ესწრაფვის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო მიესალმება რუსეთის დაახლოებას ევროპასთან და გადატვირთვის პოლიტიკას ა.შ.შ.-სთან. საქართველო ანგარიშს გაუწევს რუსეთის ინტერესებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით