შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები გადაწყვეტა რთული საკითხია. იოლი გამოსავლის იმედი არ უნდა გვქონდეს. წარსულის შეცდომებზე ჭკუა უნდა ვისწავლოთ და ამ პრობლემას ფრთხილად და გააზრებულად მივუდგეთ.

ჩვენი კონფლიქტების მოგვარება მრავალმხრივი საერთაშორისო პროცესია. ამ პროცესის რიგ საკითხებში ძლიერი პოზიციები გვაქვს და ეს ”კოზირი” უნდა გავიყენოთ. მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ კონფლიქტის ჰუმანიტარულ მხარეზე, ანუ ლტოლვილებსა და მათ უფლებებზე. უნდა მივაღწიოთ იმის აღიარებას, რომ ამ ადამიანებს აქვთ საკუთარ მიწაზე უპირობო დაბრუნების უფლება და შემდეგ მოვიფიქროთ ამ პროცესის უზრუნველყოფის პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების მექანიზმები.

სეპარატისტული რეგიონებთან მიმართებაში დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა არის პასიური და შემოიფარგლება მხოლოდ უნიათო რეაგირებით მოვლენებზე, რაც ჩვენთვის დამღუპველია. მათთან დაკავშირებით უნდა ვაწარმოოთ არაღიარების აქტიური პოლიტიკა, ჩამოვაყალიბოთ ნდობის გარემო საერთო ინტერესების ქსელის შექმნით და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების საფუძველზე შევქმნათ საქართველოს შიდა სივრცეში მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ვექტორები. ამასთან, კონფლიქტური რეგიონები უნდა გამოცხადდეს დემილიტარიზებულ ზონად, განისაზღვროს უსაფრთხოების გარანტიების (მ.შ. საერთაშორისო) მექანიზმები, ხოლო დევნილები უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებლებს და  მიიღონ კომპენსაციები.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით