შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირველ რიგში, მთელი რიგი საერთაშორისო პირობები  და  უფრო კონკრეტულად კი, რუსეთის ფაქტორი აფერხებს.  ხოლო რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ჩვენ სხვა გზას უნდა დავადგეთ. პირველ რიგში, ეს არის ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, ნატოსა და ევროკავშირში სრულუფლებიანი სტატუსით გაწევრიანება და ამის პარალელურად, აფხაზებთან და ოსებთან სახალხო დიპლომატიის იმ დონეზე აყვანა, რომ მათთვის მისაღები იყოს ერთ სახელმწიფოებრივ სივრცეში ჩვენთან  ყოფნა და არა რუსეთის დანამატად  არსებობა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით