შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

ხალხთა შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთი პრინციპი იქნება თავისუფალ ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე სავაჭრო ურთიერთობების შექმნა და შემდგომში მისი მრავალმხრივი განვითარება.

სახელმწიფოს მიერ უნდა გატარდეს გარკვეული სახის ღონისძიებები, ანექსირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების დაცვის მიმართულებით.

უნდა იქნეს გადადგმული ნაბიჯები კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობისაკენ.

უნდა შემუშავდეს თითოეული ოჯახისათვის ე.წ. დახმარების პროგრამა, რაც უნდა ითვალისწინებდეს უფასო მოზარდთა განათლების მიღებას საქართველოში, საზღვარგარეთ სწავლების გაგრძელების პერსპექტივით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით