შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა  ქვეყნის დეოკუპაცია. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსეთთან მოლაპარაკების განახლება სარკოზი-მედვედევის 7 პუნქტიანი გეგმის შესრულების მოთხოვნით.  ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია  აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად.

რუსეთთან  ურთიერთობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს და რუსეთს ერთნაირად ემუქრება რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის სახით, ამიტომ კავკასიაში ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტიულია საქართველოს ტერიტორიების  დეოკუპაციის პროცესის დაწყების პარალელურად.  რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ჩრიდოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფაქტორი უნდა განიხილოს არა საფრთხედ, არამედ შემაკავებელ ფაქტორად, ისევე როგორც ეს ავღანეთში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში დეზინტეგრაციული პროცესები თავად რუსეთის ფედერაციაში, რაც თავისთავადი საფრთხე იქნება საქართველოსთვისაც. ერთიანი საქართველო – ძლიერი დასავლელი პარტნიორებით და ერთიანი რუსეთის ფედერაცია დაცული რელიგიური და ნაციონალისტური საფრთხეებისგან,  არის ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში.  ეს კონცეფცია შესაძლებელია გახდეს საქართველო-რუსეთის შემდგომი მოლაპარაკებების, ქვეყნის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით