შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ტერიტორიული მთლიანობა

რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავთ ხალხთა შორის ნდობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს. ამ პროცესის გაჭიანურება განუსაზღვრელი ვადით ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ენერგიული, მეთოდური მოქმედება ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დევნილთა დაბრუნებას, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ქართველებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებთან და მისწრაფებებთან. 

კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია კონსენსუსის საფუძველზე ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ერთი მხარის წარმატება მექანიკურად არ უნდა ნიშნავდეს მეორის მარცხს.

  • პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია სახალხო დიპლომატიის, ყველა სახის კონტაქტების (ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, მედია და ა.შ.) წახალისება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან;
  • დაგროვილი პრობლემების თანდათანობითი გადაწყვეტა პირდაპირი დიალოგის გზით. კონფლიქტების გადაწყვეტის უმთავრესი პრინციპი – ორიენტაცია არა იმაზე, რაც ერთმანეთს გვაშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაკავშირებს და მომავალში დაგვაკავშირებს.

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა კომპონენტებს მოიცავს. აუცილებელია ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სერიოზული განახლება.

  • საქართველო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის  ობიექტიდან თანასწორუფლებიან სუბიექტად უნდა ჩამოყალიბდეს. უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პოლიტიკის ძირითად პრინციპად პრევენციული დიპლომატია უნდა იქცეს;
  • უნდა გამოირიცხოს ავანტიურიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, გავლენის ცენტრებს შორის ურთიერთობების დაძაბვა და კონფლიქტების პროვოცირება;
  • ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა დიდი სახელმწიფოების ინტერესების შეჯახებისკენ, არამედ ამ ინტერესთა შეჯერებისკენ. საქართველო ინტერესთა შეჯახების პოლიგონის ნაცვლად, ინტერესთა შეჯერების სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, უნდა მიმდინარეობდეს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესი;
  • სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტულია ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა და პერსპექტივაში სრულუფლებიანი წევრობა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით