შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში უნდა მოეწყოს იმ პრინციპების საფუძველზე და იმ დებულებათა გათვალისწინებით, რაც მოცემულია ევროპულ ქარტიაში თვითმმართველობის შესახებ, რომელსაც საქართველო  2004 წელს შეუერთდა. აქ მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ ორ უაღრესად არსობრივ პრინციპს: პირველია ის, რომ თვითმმართველობაზე დელეგირებული ფუნქციები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო შემოსავლებით და მეორე, სოფელს უნდა ხელმძღვანელობდეს მის მიერ არჩეული მმართველი და არა ის, რომელსაც ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ პრაქტიკაში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით