შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

თვითმმართველობის სისტემის კარგად ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ თუ როგორი დემოგრაფიული სურათის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი რეალობაა - 1,5 მილიონიანი თბილისი და დანარჩენი პროვინციული საქართველო, ელიტების თავმოყრა თბილისში და ”ლიდერშიფის” დეფიციტი რეგიონებში, ურბანული განვითარების საჭიროება, საბიუჯეტო დეცენტრალიზაციის აუცილებლობა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ტერიტორიული მოწყობის საკითხებისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების მმართველობითი ფუნქციების შესახებ.

ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი გამოდის ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ინიციატივით, თუმცა თავიდან ბოლომდე გააზრებული კონცეფცია არავისგან მოგვისმენია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აპირებენ ჯერ შექმნან რეგიონული ხელისუფლების ორგანოები და მათ ფუნქციურ დატვირთვაზე მერე იფიქრონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერ უნდა ჩამოვაყალიბოთ საჯარო/სახელმწიფო ინსტიტუტების მმართველობითი ფუნქციები და მერე დავაზუსტოთ თუ რომელი ფუნქცია რომელმა ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით