შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

პირველ რიგში უნდა გაუქმდეს ის საბჭოური გადმონაშთი რასაც ქვეყნის რაიონული დაყოფა ჰქვია. როცა რაიონის საკრებულო ან გამგეობა წყვეტს რომელიმე სოფლის შიდა საქმეს, მაშინ რაღა საჭიროა ამ სოფელს ჰყავდეს გამგებელი?! ამიტომ, ყველა დღეს არსებულ სოფელს, ქალაქს, დაბას, დასახლებას თუ ეგრეთწოდებულ რაიონულ ცენტრს უნდა დაუდგინდეს თავისი ადმინისტრაციული საზღვრები. ამ საზღვრების მიხედვით უნდა ჩატარდეს საკრებულოების არჩევნები და ამ საკრებულოებმა უნდა დანიშნონ თავიანთი გამგებლები. ამ ფონზე დასაშვებად მიმაჩნია რამოდენიმე სოფელმა მოახდინოს ერთ საკრებულოდ გაერთიანება, ამით დაეზოგებათ საკრებულოს შესანახი ხარჯები, ხოლო გადახდილ  გადასახადებს თავიანთი სოფლის საჭიროებებს მოახმარენ.

ასევე მთელი რიგი ფუნქციები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებს აქვთ მიტაცებული, (ეს არის სოფლის მეურნეობა და პირველ რიგში, განათლება) უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმართველობებს და თუ გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ შეძლებენ  შენახვას, მაშინ არამიზნობრივ ხარჯებს აღარ გასწევენ. თუ მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი თანხები მიზნობრივი ხარჯებისათვის, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მათი დახმარება. 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით