შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

სალუაშვილი მიხეილ » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ითვალისწინებს სამხარეო პრინციპზე აგებული უნიტარული სახელმწიფოს არსებობას. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მოქმედების მთავარი მიზანი, ქვეყნის მოსახლეობის იმ უმთავრესი უფლების განხორციელებაში მდგომარეობს, რასაც ქვეყნის მართვაში მათი სათანადო ჩართვა ჰქვია.

 სამხარეო და რეგიონალურ პრინციპზე აგებული სახელისუფლო ვერტიკალი,  უნდა ეფუძნებოდეს 1985 წელს მიღებულ დოკუმენტში – „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,“ სტრასბურგი, 15.X.1985 წ., გადმოცემულ მთავარ პრინციპს: „ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად“ (მუხლი 3.1).

 ჩვენი ხედვის დეტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ეროვნულ  ბიბლიოთეკაში დაცულ შემდეგ კრებულში: მ. სალუაშვილი, „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქარ-თველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით