შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მართვაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია. 

თვითმმართველობის რეფორმის მიზანია ავტორიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაცია, მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. თვითმმართველობა სუბსიდიარობის პრინციპს უნდა დაეფუძნოს. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ადგილებზე უნდა მიიღონ იმათ, ვისაც ყველაზე მეტად ესმის პრობლემატიკა, ყველაზე მეტად შესტკივა გული, ვინც ყველაზე უკეთ იცნობს სიტუაციას. ადგილობრივი თვითმმართველობები ავტონომიური უნდა იყოს ცენტრისგან და პასუხისმგებელი ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. ასეთი თვითმმართველობები სამოქალაქო მონაწილეობისა და დემოკრატიული ჩართულობის ახალი ტრადიციების დასაწყისად გადაიქცევა. 

 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით