შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » ადგილობრივი თვითმმართველობა

თქვენი აზრით, რა პრინციპით უნდა იყოს ორგანიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში?

როგორც ქრისტიან-დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, მხარს ვუჭერთ თვითმმართველობის სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებას. ქრისტიანდემოკრატები არ ვიზიარებთ ქართული ოცნების ოპტიმიზმს, რომ თვითმმართველობის რეფორმა შესაძლოა განხორციელდეს 1-2 წელიწადში.

რეფორმა უნდა განხორციელდეს 8 წლის განმავლობაში.  პირველ ეტაპზე (4 წელი), სოფლის (თემის) დონეზე უნდა შეიქმნას კვაზი-თვითმმართველობა საკუთარი ბიუჯეტის გარეშე, თუმცა მუნიციპალიტეტის მხრიდან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობით. სოფლის გამგებელი უნდა აირჩეოდეს პირდაპირ და წარმოადგენდეს სოფელს მუნიციპალიტეტთან ურთიერთობისას. ასევე, უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-13 მდე. მათი მერები, ასევე, უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. მუნიციპალური საკრებულოები აირჩევა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი პროპორციული სიებით.

პირველი ეტაპის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის მომზადება (ტერიტორიების განსაზღვრა, ადმინისტრაციული ცენტრების განსაზღვრა, ინფრასტრუქტურის მომზადება, საბიუჯეტო მოწყობა) თვითმმართველობის მოსახლეობასთან უფრო ახლოს დაყვანა, სულ 250-მდე მუნიციპალიტეტი და ორდონიანი თვითმმართველობის შემოღება. მეორე დონეზე უნდა შეიქმნას ასოცირებული საკრებულოები, რომლის წევრებსაც დააკომპლექტებენ პირველი დონის თვითმმართველობის საკრებულოები.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით