შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » სოციალური უსაფრთხოება

რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური უსაფრთხოების სისტემა არ შეიძლება იყოს საყოველთაო. გარკვეული გარანტიები უნდა არსებობდეს, მაგრამ მხოლოდ მათთვის ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და თავს რესურსების ფლანგვის უფლებას ვერ მივცემთ.

ამასთან, მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის ახალი ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნა. ვფიქრობ, რომ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური დაცვა, შშმპ-ზე ზრუნვა, განათლების სფეროში სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრირება, პროფესიული გადამზადება, ლოკალური ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტა და სხვა, შესაბამისი მომსახურება ამა თუ იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან შევიძინოთ.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით