შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » სოციალური უსაფრთხოება

რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?

სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესება, პირველ რიგში, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, სოციალური უსაფრთხოებაც  მხოლოდ დემოკრატიული კანონმდებლობით შეიძლება იყოს  გარანტირებული. ამ მხრივ, ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულყოფილი დემოკრატიული სახელმწიფო. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზები გაასწოროს. მთავრობა კი იმისათვის, რომ კანონები მოქმედებაში მოიყვანოს. მე კი, როგორც პრეზიდენტი ვიქნები გარანტი რომ ეს კანონები შესრულდეს:

  • სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურით სარგებლობის საყოველთაო უფლება;
  • შრომის უუნარო პირთა სოციალური ინტერგაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ხანდაზმულთა სოციალური დაცვა;
  • ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური დაცვა;
  • ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური დაცვა;
  • დასაქმებულთა უფლებების დაცვა – დასაქმების სფეროში თანაბარი შესაძლებლობები სქესობრივი დისკრიმინაციის გარეშე;
  • უწყვეტი პროფესიული გადამზადების უფლება;
  • სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი განისაზღვროს 16 წელი, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც ბავშვები დასაქმებულები არიან კანონით გათვალისწინებულ მსუბუქ სამუშაოზე, რაც ზიანს არ მიაყენებს მათ ჯანმრთელობას, მორალს და განათლებას;
  • რეფორმები ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდგომ;
  • ქალთა დაცვის უფლება, როგორც დასაქმებულ ასევე უმუშევარ ქალთათვის;
  • უფლება საცხოვრებელ ადგილზე;
  • დისკრიმინაციის აკრძალვა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით