შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » სოციალური უსაფრთხოება

რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?

ახალი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების გაჩენისკენ. ამასთან, ეკონომიკის გაძლიერებამდე, ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას უღარიბესი ადამიანებისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაწევაზე.

სოციალური დახმარებების მოცულობა კიდევ უფრო  გაიზრდება. მალე დასრულდება ახალი მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების შემუშავება. ახალი სოციალური პოლიტიკა ორიენტირებული იქნება მეტ სოციალურ სამართლიანობაზე - მეტი ყურადღება მიექცევა მრავალშვილიან ოჯახებს, ავადმყოფებს, პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით