შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » სოციალური უსაფრთხოება

რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?

სოციალური უსაფრთხოების შექმნის მიზნით აუცილებელია სახელმწიფომ ახალი მეთოდოლოგიით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიანგარიშოს სოციალური დაცვის სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი, საორიენტაციო მონაცემი – საარსებო მინიმუმი.

უნდა შეიცვალოს კანონი ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ და ხელისუფლებამ თანხის საბოლოო ოდენობის დათვლისას ორიენტირად  უნდა აიღოს სოციალური ნორმტივი და არა ფაქტობრივი მონაცემები. კერძოდ, სასურსათო კალათის კალორიულობა 2200-დან 2500 კილოკალორიამდე უნდა გაიზარდოს, სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება კი არანაკლებ 50:50ზე უნდა განისაზღვროს.

ამ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი საქართველოში დაახლოებით 250 ლარია.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სოციალურ სფეროში უნდა განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

  • მინიმალური ასაკობრივი პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულების და ყველა სხვა კატეგორიის მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება;
  • დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება და საარსებო მინიმუმთან გათანაბრება;
  • უმუშევრის  სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი შემწეობის შემოღება;
  • მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი შემწეობის შემოღება;
  • კომუნალური ტარიფების შემცირებას;
  • ძალოვანი სტრუქტურის პენსიონერების პენსიების გადაანგარიშება;
  • შიდა ვალების გასტუმრება - კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროგრამა, 1998-2004 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების გასტუმრება, რეგრესის პენსიონერების და  წარმოებით დაზარალებულთა კომპენსაციის გაცემა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით