შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » სოციალური უსაფრთხოება

რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?

ჩვენი ძირითადი ამოცანაა ადამიანის პირველადი, სასიცოცხლო ინდივიდუალური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, პირობების შექმნა სოციალური თანაარსებობისთვის, საზოგადოების პოლარიზაციისა და სიღარიბის შემცირება, მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობათა გაფართოება, შემოსავლების ზრდა, ღირსეული სახელფასო და საპენსიო ტარიფების დამკვიდრება, მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების მიზნობრივი სოციალური დაცვის მექნიზმების სრულყოფა, სოციალური დაცვის სადაზღვევო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა. უმნიშვნელოვანესია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ყველა ადამიანისთვის სურსათის, საცხოვრებლის, განათლების, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას, დასაქმების შესაძლებლობებს, სოციალური მარგინალიზაციისა და გარიყულობის ლიკვიდაციას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის დასახელება შეიძლება: საარსებო მინიმუმის გათვლის მეთოდიკისა და სიდიდის საჯაროობის დანერგვა; სოციალური გასაცემლების ორიენტირება საარსებო მინიმუმზე; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იდენტიფიკაციის გამჭვირვალე და მარტივი, ლოგიკურად გამართული სისტემის შემოღება/განვითარება.

დატოვეთ კომენტარი

Xalq adami27.01.2019 / 14:25:33

Məncədə doğru bir fikirdi
უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით