შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბაქრაძე დავითი » სოციალური უსაფრთხოება

რა პოლიტიკას დაუჭერდით მხარს სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მისაღწევად?

საქართველოს სოციალურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ამისათვის აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნისთვის უკეთესი გარემოს შექმნა, ასევე სოციალური დაცვის სისტემის იმგვარი განვითარება, რომ იგი კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი ოჯახების მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფაზე.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოს მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოცხადებული 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგებასთან დაკავშირებული ხარჯი.

ვაუჩერი, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად,  შესაძლოა გახდეს ეფექტური სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტიც - იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიამ ერთ თარგზე მოჭრას ყველა ოჯახის საჭიროებები, სახელმწიფო 1000-ლარიანი ვაუჩერის გაცემის გზით თავად ოჯახს ანდობს იმ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რაში დახარჯოს ეს თანხა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით