შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ჯანდაცვა

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ მსოფლიოში ვერ უზრუნველყო ჯანდაცვის ყოვლისმომცველი ხელმისაწვდომობა, თუმცა მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, სადაც, ეს საკითხი, ძირითადად, დარეგულირებულია. სწორედ მათი გამოცდილებითა და პოზიტიური პრაქტიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენც. ამ მოწინავე ქვეყნებში ჯანდაცვა განიხილება არა მხოლოდ როგორც სოციალური სერვისის სფერო, არამედ სახელმწიფოს ღირსების საკითხი. სწორედ ამგვარი მიდგომა არ გაგვაჩნია საქართველოში და, უპირველეს ყოვლისა, ამისთვის უნდა გავისარჯოთ. ჯანდაცვა სისტემური სფეროა და მისი მეტ-ნაკლებად წარმატებული საქმიანობა სისტემაში გაერთიანებული სეგმენტებისა და, უპირველეს ყოვლისა, სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის მაღალი ხარისხით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო ეს ხარისხი მიიღწევა სადაზღვევო მომსახურებაში მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობით, სადაც განსაკუთრებული აქტუალობით საშუალო ფენა უნდა გამოირჩეოდეს. ამ დარგში მუშაობა უნდა წარვმართოთ დევიზით - პატივი ეცი ქვეყნის მოქალაქეს და იგი ჯანსაღი განცდებით ჩადგება სახელმწიფოს სამსახურში.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით