შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჯავახიძე სერგო » ჯანდაცვა

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

საქართველოს სჭირდება რეალური და ხალხზე ორიენტირებული სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა, რომლითაც უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეთა ღირსეული სიბერე და აღმოვფხვრათ სიღარიბე.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების სოციალური დაცვა.

ჯანდაცვის პოლიტიკა ემყარება: საკუთრებისა და დაფინანსების სამართლიან ფორმას, სახელმწიფო დაფინანსებას. ჯანდაცვის გრძელვადიანი დაგეგმარებისათვის საჭიროა საიმედო ინფორმაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სისტემის მუშაობის შესახებ.

ჯანდაცვის სფეროში პრიორიტეტულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო დაზღვევა საბაზისო პაკეტით. საქართველოს ჯანდაცვის მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში.

სოციალური და ჯანდაცვის ხსენებული პოლიტიკა ამ მიმართულებით გამართული ჯანდაცვის სისტემის მყარი გარანტიაა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით