შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი » ჯანდაცვა

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მისაღწევად, მოსახლეობის ყველა ფენისათვის საჭიროა აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის პოლისების შემოღება, რაც მოსახლეობას მისცემს უფასო მკურნალობის შესაძლებლობას. შემოღებული უნდა იქნეს ჯანდაცვის მუშაკების ყოველწლიური პროფესიული ტესტირება. საუკეთესო აპარატურით უნდა დაკომპლექტდეს სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტის ხარჯზე ჯანდაცვის დაწესებულებები.

უნდა შემუშავდეს მეტი კერძო სამედიცინო კლინიკების შექმნის მასტიმულირებელი პროგრამები. ქვეყნის ყველა რაიონში უნდა გაიხსნას პირველადი დახმარების ოფისები.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით