შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » ჯანდაცვა

რა პოლიტიკასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაუჭერდით მხარს რათა გაიზარდოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ამაღლდეს მისი ხარისხი?

ჯან­დაც­ვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ჩა­მოყა­ლიბ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბისა და მართვის ახალი, ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლი, გამ­ჭვირ­ვა­ლე და ღია სის­ტე­მა, სა­დაც რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად იქ­ნე­ბა გამოყენებუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ფინანსური სახ­სრე­ბი, მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა და პრო­ფე­სი­ონ­ა­ლი კად­რე­ბი.

ჯანდაცვის ახალი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მიზანშეწონილია მოხდეს საქართველოს მთელი მოსახლეობის გა­მიჯ­ვნა კა­ტე­გო­რი­ებ­ად,  გან­ხორ­ცი­ელ­დეს ე.წ. სუბ­სი­დი­რე­ბის პრინ­ცი­პი: სახლ­მწი­ფო სრუ­ლად ეხ­მა­რე­ბა მათ, ვი­საც თვი­თონ არ შე­უძ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა და ამავე დროს,  ხელს უწ­ყობს და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ობ­ას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხელ­მი­საწვ­დო­მო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­იყ­ო­ფა მო­სახ­ლე­ობ­ის  ორი ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი:

  • პირ­ვე­ლი ჯგუ­ფში გაერთიანდება ად­ამ­ი­ან­ე­ბი, რომ­ლე­ბსაც ას­აკ­ის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სო­ცი­ალ­უ­რი მდგო­მა­რე­ობ­ის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მო არ შე­უძ­ლი­ათ უზრუნ­ველ­ყონ თა­ვი­ანთი ჯან­მრთე­ლო­ბა.
  • მე­ო­რე ჯგუ­ფი გააერთიანებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნ მო­ქა­ლა­ქეს (მათ შორის  და­საქ­მე­ბუ­ლი, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი) ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წე­სით,  ას­ე­ვე კერ­ძო სა­დაზ­ღვე­ვო სექ­ტო­რის მეშ­ვე­ობ­ით.

სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ორ­ი­ვე ჯგუ­ფი, მი­იღ­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბის უნ­ივ­ერ­სა­ლურ საბაზისო პა­კეტს, რომლის მიწოდება გან­ხორ­ცილ­დე­ბა პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის გზით.

უნივერსალური საბაზისო პაკეტის ზევით, პირველი ჯგუფი (ბავ­შვე­ბი, პენ­სი­ონ­ერ­ე­ბი, ინ­ვა­ლი­დე­ბი, უმ­უშ­ევ­რე­ბი, ომ­ის ვე­ტე­რა­ნე­ბი, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები), ასევე მიიღებს და­მა­ტე­ბი­თ პა­კე­ტს, რო­მე­ლიც მო­იც­ავს აუც­ილ­ებ­ელ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო, სამ­კურ­ნა­ლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, სტა­ცი­ონ­არ­ულ გა­და­უდ­ებ­ელ (დამატებით) და გეგმი­ურ დახ­მა­რე­ბას, აუც­ილ­ებ­ე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­მელ­საც არ ითვალისწინებს უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტს.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით