შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

მიზეზ-შედეგობრივ კავშირში უმუშევრობა შედეგია, ამიტომ ამ პრობლემის დაძლევის გზები მის გამომწვევ მიზეზებში უნდა ვეძიოთ, ხოლო მიზეზთა ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ იძულებული ვარ მათგან რამდენიმე და არსებითი გამოვყო. საბჭოთა კავშირის დაშლამ მთლიანად მოშალა საბჭოთა ეკონომიკური ინსტიტუცია, ხოლო ეკონომიკის გადასვლა თავისუფალ საბაზრო ურთიერთობათა რელსებზე სტიქიურად განხორციელდა, სრულად მოიშალა ეკონომიკური ერთიანობის საბჭოთა კოოპერაციული სისტემა, რამაც კოლაფსურ მდგომარეობაში მოაქცია საქართველოს სამრეწველო ერთეულთა უდიდესი უმრავლესობა და გამოიწვია უმუშევართა არმიის წარმოშობა, დაიწყო და დღესაც გრძელდება კადრების დეკვალიფიკაციისა და დეპროფესიონალიზაციის პროცესი. უმუშევრობა უშუალოდ არის მიბმული ეკონომიკურ გარემოზე, ხოლო ამჟამინდელი გარემო საგანგაშოა. სამწუხაროდ, ზემოთ მითითებული ისტორიული ცვლილებების შემდგომ ოცწლეულში არც ერთმა ქართულმა ხელისუფლებამ არ თუ ვერ დადო ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტი, რომლის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც მასზე მიბმული უმუშევრობის პრობლემა დარეგულირდება, არამედ უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა საუბრები უმუშევრობის თაობაზე, უკეთეს შემთხვევაში, დეკლარაციული განცხადებები და კეთილი სურვილები იყო, ხოლო დასაქმების მოკლევადიანი და ეპიზოდური აქციები პრობლემის გადაწყვეტის კვაზი-ღონისძიებებსა თუ პიარ-სპექტაკლებს წარმოადგენდა. შესაბამისად, უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ გადაჭრით უნდა თქვას უარი ახლო წარსულის მავნე პრაქტიკაზე, დადოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტი, სადაც პრიორიტეტად განსაზღვრული იქნება საწარმოო ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მოთხოვნას კვალიფიციურ სპეციალისტებზე და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით