შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

საქართველო ღარიბი, განვითარებადი ქვეყანაა. როგორც ყველა ასეთ ქვეყანას, საქართველოსაც ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა ახასიათებს. პრობლემა მასშტაბურია და სწრაფად ვერ გადაწყდება. პრობლემის დაძლევას მრავალწლიანი, მიზანმიმართული და გააზრებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება.

საქართველოში უმუშევრობას აქვს როგორც კონიუნქტურული, ისე სტრუქტურული ხასიათი. ამიტომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებას.

მთლიანობაში უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისთვის საჭირო ამოცანების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, უმუშევრობის დაზღვევა და დაზღვევაზე გაწეული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება და ახალი ცოდნისა და კვალიფიკაციის გავრცელების ხელშეწყობა.

სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად უნდა განვიხილოთ სოციალური დაზღვევის სისტემის შექმნა. ყველა დასაქმებულ ადამიანს უნდო ჰქონდეს შესაძლებლობა გაიკეთოს გარკვეული დანაზოგი, რომელსაც გამოიყენებს პენსიის სახით - მოხუცებულობის დროს, ან საარსებო წყაროს სახით - სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში. ამ დანაზოგისთვის გადადებული ფული არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით