შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

უმუშევრობა გლობალური ხასიათის პრობლემაა. საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა შეუწყო ხელი. აქედან გამომდინარე, საქართველოდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებელი მოიმატებს.

მთავარ პრიორიტეტად რჩება ინვესტიციების მოზიდვა,  სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ტურზიმის  განვითარება. დღეისათვის სოფლის მეურნეობის დარგში მოსახლეობის 45% არის  დასაქმებული. სამომავლოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდასთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში მოყვანილი პროდუქცია ადგილზე მოვიხმაროთ. მეორე მთავარი ამოცანა, რითაც დასაქმებას შევუწყობთ ხელს, არის ინვესტიციების დონის ზრდა.

დასაქმების თვალსაზრისით გაიცემა წლიური 5%–იანი სესხი არა თანხით, არამედ საჭირო პროდუქციით.

უნდა შემუშავდეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა და ამასთანავე, უნდა შეფასდეს ჩვენი შესაძლებლობები. აუცილებლად უნდა წარმოჩნდეს ის პრიორიტეტული დარგები, რომელთა ამუშავებით სარგებელს ნახავს როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩემი ხედვით, პრიორიტეტულია:

  • საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება;
  • მთისა და საზღვაო ტურისტული ინფრასტრუქტურის ამოქმედება საშუალო ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის;
  • ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების, გადამამუშავებელი და მსუბუქი მრეწველობის დარგების ამუშავება;
  • მომსახურების სფეროში ევროსტანდარტის ნორმების დამკვიდრება;
  • მეტი ინვენსტიციის მოზიდვა;
  • განახლებადი ენერგიის წყაროების აშენება;
  • სახელმწიფოს მხრიდან  შეღავათების დაწესება იმ ინვენსტორებისათვის, რომლებიც ადგილობრივ კადრებს დაასაქმებს;

ოჯახურ ბიზნესის  განვითარება; (საკანონმდებლო დონეზე ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდეს და განისაზღვროს, თუ რა გადასახადები ეკისრებათ და რა შეღავათებით შეიძლება ისარგებლონ ამ ტიპის ბიზნესში ჩართულმა პირებმა). 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით