შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მარგველაშვილი გიორგი » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გასაღები ეკონომიკის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაშია. თუმცა ყველაზე განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებშიც კი არ არის უმუშევრობა სრულად აღმოფხვრილი. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ თანამედროვე წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების გამოცდილებამდე, როდესაც სახელმწიფო იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას უმუშევართა დახმარებაზე და, ამავე დროს, მათ გადამზადებაზე. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადამიანებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს, სპეციალობებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე. ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით