შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

საქართველოში სამუშაო ძალა 2 მილიონამდე ადამიანით განისაზღვრება, აქედან ოფიციალური  სტატისტიკით დაქირავებით დასაქმებულთა მაჩვენებელი  650 ათასამდეა. მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში თვითდასაქმებულია, ხოლო მხოლოდ 300 ათასი ადამიანი ითვლება უმუშევრად. ჩვენ არ ვეთანხმებით ამგვარ ფორმულირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მილიონი თვითდასაქმებულიდან უმრავლესობა რეალურად უმუშევარია. ჩვენი სოფლის მეურნეობის კონცეფცია, წვრილი საგლეხო მეურნეობიდან მსხვილ ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლას გულისხმობს. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კოოპერაციები, საგასდასახადო შეღავათებისა და ხელმისაწვდომი მიზნობრივი ფინანსური რესურსების ჩათვლით. ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში  შედეგად მილიონი თვიდასაქმებულიდან  4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 100 000 ადამიანი დემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას.

მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის და ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს კომპანიების მიზნობრივი მხარდაჭერა. 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან 2020 წლის 1 იანვრამდე პრინციპით - აღირიცხება მაგრამ არ იბეგრება. ექსპორტის წახალისების მიზნით აუცილებელია ექსპორტზე წასული პროდუქციის დაზღვევა სახელმწიფოს მიერ.

ახალი სამუშაო ადგილების შექნისთვის გადამწყვეტია სწორი სატარიფო პოლიტიკა ენერგომატარებლებზე. გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის საგამანაწილო კომპანიების (თელასი, ენერგოპრო ჯორჯია) გამოსყიდვა.  ამასთან სახელმწიფო უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ინვესტორი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობისას და უნდა გაუმდეს ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ახლადაშენებული ჰესების ტარიფის დერეგულირებას გულისხმობს.  ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების შემცირება თავისთავად ნიშნავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და ქართულსავე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას. პროდუქციის თვითღირებულების 5-8% შემცირების შემთხვევაში, უახლოეს 3-4 წელიწადში გააორმაგებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და დამატებით ყოველწლიურად 50 000 ახალ სამუშაო ადგილს  შექმნის.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით