შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » დასაქმება

თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად?

უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად უმთავრესია ეკონომიკის გაჯანსაღება. თუ როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ, ამაზე პასუხი გაცემულია აქ წარმოდგენილ სხვა კითხვებზე. სახელმწიფომ არ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, მან ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნაში. სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარია პროდუქციის გასაღების ბაზრების მოძიება - უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სამუშაო ადგილები, ხოლო სამუშაო ადგილებისთვის საწარმოები, სადაც ეს ადგილები გაჩნდება. საწარმოები რომ აშენდეს, საჭიროა იყოს მოთხოვნა ამ საწარმოთა პროდუქციაზე და მისი გასაღების სტაბილური ბაზარი. ამდენად, უმუშევრობის პრობლემა რომ მოიხსნას, საჭიროა სტაბილური გასაღების ბაზრების მოძიება და გახსნა. ჩვენი საპროგრამო დევიზი ამ კუთხით მარტივიცაა და რთულიც: იქნება ბაზარი? - იქნება ქარხნებიც! იქნება ქარხნები? - იქნება სამუშაო ადგილებიც!

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით