შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

იმდენად, რამდენადაც საქართველოს არ გააჩნია ტექნოკრატიული განვითარების სრულყოფილი რესურსი და, შესაბამისად, პერსპექტივა,  ეკონომიკაში პრიორიტეტულად უნდა გამოცხადდეს სოფლის მეურნეობა. მის მიმართ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს პროტექციონისტული პოლიტიკა, ხოლო ამ პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი უნდა გახდეს როგორც მცირე საპროცენტო განაკვეთიანი საშუალო და გრძელვადიანი სესხები, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან მუდმივი მეთოდური დახმარება. საჭიროა, აგრეთვე, ადგილობრივი სტრუქტურების რეალური  მხარდაჭერა გლეხური კოოპერაციული მეურნეობების შექმნაში იქ, სადაც მცირემიწიანობაა. დახმარება დასჭირდება ფერმერულ მეურნეობებსაც, სადაც სასოფლო-სამეურნეო მოცულობა ამის შესაძლებლობას იძლევა; უპირობოდ უნდა წახალისდეს სოფლის ნობათის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური მცირე საწარმოების შექმნა, რაც სოფლად დასაქმების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის შესათავაზებელ კონკრეტულ ინიციატივებს, უპირატესობას მივანიჭებდი მსოფლიო ბრენდი-საწარმოების ფილიალების შექმნას საქართველოში. მათ დაფუძნებასა და რენტაბელურ საქმიანობაზე საწყის ეტაპზე წილობრივ პასუხისმგებლობას აიღებდა სახელმწიფო, ხოლო შემდგომ განახორციელებდა საკუთარი წილის გასხვისებას დაინტერესებულ პირებსა თუ საწარმოებზე ფასიანი ქაღალდების მეშვეობით. ამ შეთავაზებას ის პოზიტიური დატვირთვა გააჩნია, რომ, ერთი მხრივ, აამაღლებს ეკონომიკაში საწარმოო ბიზნესის ხვედრით წილს, რაც მდგრად სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის აღმოცენება-განვითარებას, რაც საყოველთაოდ აღიარებულია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს სტიმულატორად.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით