ჯავახიძე სერგო » ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა ეფუძვნება ლიბერალიზმს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში, კერძო სექტორის როლის ზრდასთან არის დაკავშირებული. საქართველოსთვის მთავარ მიმართულებად რჩება საბიუჯეტო სისტემების სრულყოფა და საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი გაუმჯობესება, მოქნილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, ეკონომიკური კრიზისების დაძლევა, შემდგომი ეკონომიკური ზრდა. საქართველო, ქართული ეკონომიკის წილში მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, კერძოდ კი სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებას, ექსპორტის მხარდაჭერას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, გასაღების ბაზრების მოძიებაში სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლას. სახელმწიფო ინვესტიციები განხორციელდება: საწარმოო ინფრასტრუქტურაში (მათ შორის საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებში), ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სარწყავ და სადრენაჟო სისტემების შექმნაში, კომუნიკაციების მშენებლობაში, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერაში, მიწის ხარისხისა და შემადგენლობის შეფასებაში.
კერძო ინვესტიციებისათვის შეიქმნება სრულყოფილი და დეტალური საინფორმაციო სისტემა საქართველოში არსებული აგრარული რესურსების შესახებ. ჩამოყალიბდება და განვითარდება მიწის ბაზარი. სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ქართული პროდუქციის რეკლამირებაში საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველო იბრძოლებს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საჭიროების შემთხვევაში.