შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბობოხიძე თეიმურაზ » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

აუცილებელია სახემწიფომ ბიზნესისათვის შექმნას პოლიტიკურად სტაბილური გარემო, რაც მოიზიდავს ინვესტორებს.

აუცილებელია ადგილობრი პროდუქციის ხარისხის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს იმპორტს.

უნდა წამოიწიოს და პრიორიტეტად გახდეს სოფლის მეურნეობა, აუცილებელია გაიცეს მცირე და საშუასლო ბიზნეს სესხები წლიური 2–5 %. პირველ წელს მოგების გადასახადი არ უნდა გადაიხადონ. ყოველი მომდევნო წელს კი გადასახადი 2%–ით უნდა გაიზარდოს.

ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, კერძო ინვენსტიციებთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა პროექტებმაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს პროექტები, უმთავრესად, ისეთი პროექტები უნდა იყოს, რომელიც ეკონომიკურ უკუგებას მოიტანს. კონკრეტულად, ჩემი პრეზიდენტობის პირველ წელს, მთავრობასა და პარლამენტს შევთავაზებდი, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გამოინახოს 100 მილიონ ლარამდე დაფინანსება. ამ თანხით  ოთხ-ხუთ რეგიონში ისეთი დარგის სრული ციკლის ამუშავება შეიძლება, რაც ადგილობრივ მოსახლეობის  დაასაქმებასთან ერთად, ეკონომიკურ უკუგებასაც მოიტანს და მომავალში თავადვე შეძლებს განვითარებას. კონკრეტულად,  ეს არის მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა და მსუბუქი მრეწველობის (მაგ. კვების მრეწველობა) კომპლექსური დარგი.            

როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პროდუქციის მწარმოებლებს ხელს შეუწყობს ე.წ. რეგრესული საგადასახადო რეჟიმის დაწესება. ანუ, რაც უფრო ვითარდება წარმოება და იზრდება მოგება, მით უფრო ნაკლები გადასახადის გადახდა უწევს მწარმოებელს. (პირობითად, თუ რომელიმე საწარმომ, N რაოდენობის პროდუქცია აწარმოა და გადასახადების სახით ბიუჯეტში შეიტანა ვთქვათ 1000 ლარი, თუ მომავალ წელს ის  10% გაზრდის პროდუქციის წარმოებას და რეალიზებას, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტში შესატანი თანხა წარმოებულ პროდუქციაზე 10%  შეუმცირდება.) ეს გარკვეული ეკონომიკური სტიმული იქნება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით