შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

ეკონომიკის ზრდის პირველი პირობა და საფუძველი არის საშუალო და მცირე ბიზნესის სტიმულირება, მათი რიცხობრივი გაზრდის მიზნით. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ მოსახლეობის დასაქმების პრობლემის ნაწილობრივი გადაჭრისა, არამედ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საზოგადოების საშუალო ფენის სწრაფ ზრდას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მენეჯმენტის შეფასების დონეს.   ეკონომიკის ზრდის კიდევ ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის განვითარებისათვის განვითარების პრივილეგირებული მიმართულებების შერჩევა, რომელიც ეყრდნობა ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის რაოდენობას და სპეციფიკას.

მცირე და საშუალო ბიზნესი მიმართული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული დეფიციტის შესავსებად.

ეკონომიკის ზრდის კიდევ ერთი მიმართულება არის წარმოებისა და განათლების, კულტურისა და მომსახურების ექსპორტი, ინტელექტის იმპორტი.

ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა-გაფართოება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით