შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • საბიუჯეტო ხარჯების რაციონალიზაცია;
  • საგადასახადო პოლიტიკის ფორმირება სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით - პროგრესული გადასახადებისა და დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედება;
  • კონკურენციის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება;
  • მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კონკრეტული საგადასახადო ინიციატივით;
  • ექსპორტის სახელმწიფო წახალისება;
  • თავისუფალი ბიზნესის უკეთესი დაცვის მექანიზმების ფორმირება/გაძლიერება;
  • მიზობრივი იაფი სესხების უზრუნველყოფა მცირე ბიზნესისთვის;

სამართლიანი, დაბალი ტარიფების ფორმირება.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით