შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ბურჯანაძე ნინო » ეკონომიკა

როგორია თქვენი ხედვა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული და რა კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს?

ქვეყანაში უნდა განისაზღვროს ის ეკონომიკური მიმართულებები, რომლებიც ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რაც არასდროს გაკეთებულა  საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მომენტიდან. პრიორიტეტული ეკონომიკური მიმართულებები ამ კუთხით უნდა  განისაზღვროს და აისახოს საკანონმდებლო დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია დამატებითი ღირებულების გადასახადის ზღვრის გაზრდა 100 ათასიდან 150 ათას ლარამდე; ასევე, ბიზნესის სტიმულირებისთვის, საწარმოს მიერ მოგების 80%-ზე მეტის რეინვესტირების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოც და რეინვესტიციის მიმღები საწარმოც შემდეგ წელს უნდა გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან; საქართველოში ტურისტული სეზონის მოკლე პერიოდულობის გამო, იმ იურიდიული პირებს, რომლებიც ტურისტულ რეგიონებში  ტურისტული ბიზნესით არიან დაკავებული, კანონით განესაზღვროთ ქონების გადასახადის დიფერენციაცია სეზონურობის მიხედვით; აუცილებელია, შეიქმნას პრეზიდენტს დაქვემდებარებული ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც იქნება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და დაცვის ერთ-ერთი გარანტორი.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით