შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

მჟავია თეიმურაზი » გადასახადები

თქვენი აზრით, როგორი საგადასახადო სისტემაა მისაღები საქართველოსთვის და რა პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს საშემოსავლო გადასახადი?

როგორც ცნობილია, 2005 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და 21 სახეობის გადასახადიდან დარჩა მხოლოდ 6, თუმცა არსობრივად სისტემას არ განუცდია რაიმე სახის ცვლილება, იგი დარჩა ისეთივე პარამეტრებით, როგორიც იყო. მიმაჩნია, რომ, არსებული სისტემის ნაცვლად, უნდა დაინერგოს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა, რომელმაც საგადასახადო სივრცე უფრო დინამიკური უნდა გახადოს. აღნიშნული სისტემის პოზიტიური არსი იმაში მდგომარეობს, რომ აყალიბებს დიფერენცირებულ მიდგომებს ამა თუ იმ ნაწარმთან მიმართებაში. მაგალითად, შეძლებს, დააწესოს შედარებით დაბალი საგადასახადო ნიხრი ისეთ აქტუალურ პროდუქციაზე, როგორიცაა ბავშვთა კვება და სათამაშოები, დიაბეტური პროდუქტები და სხვა, ხოლო ფუფუნების საგნებზე გაზარდოს საგადასახადო ნიხრი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის პრინციპებს, ამჟამად არსებული პროპორციულის ნაცვლად, როცა  ყველა იხდის თანაბრად, გადავიდეთ პროგრესულ საშემოსავლო სისტემაზე - რაც მეტია შემოსავალი, მით მეტია საგადასახადო ნიხრი.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით