შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ხარატიშვილი ზურაბ » გადასახადები

თქვენი აზრით, როგორი საგადასახადო სისტემაა მისაღები საქართველოსთვის და რა პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს საშემოსავლო გადასახადი?

ვფიქრობ, საგადასახადო სისტემა გარკვეულ მოდიფიკაციას საჭიროებს. მოგების გადასახადი უნდა გავაუქმოთ ან დავტოვოთ სიმბოლურ ნიშნულზე. დამატებული ღირებულების გადასახადს ჯერჯერობით ვერ შევეხებით, თუმცა სამომავლოდ მის შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, მისი განაკვეთი (20%) არ უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს გაანგარიშების წესი. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა დაიბეგროს არა მთელი შემოსავალი, არამედ მისი ნაწილი, რაც გარკვეული ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩება. ეს ხარჯებია: ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევა, შვილების განათლებაზე დახარჯული თანხა, იპოთეკური სესხის პროცენტი და საპენსიო/სოციალურ ფონდში გადარიცხული თანხა. ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ყველამ ვისაც ექნება სურვილი ისარგებლოს ამ შეღავათით, უნდა შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, გადასახადის გადამხდელს უნდა შევთავაზოთ ორი ალტერნატივა - თუ რეგულარულად შეავსებს საშემოსავლო დეკლარაციას, მას შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეღავათით, ხოლო თუ არ აქვს დეკლარაციის შევსების სურვილი, მისი შემოსავალი დაიბეგრება სრული განაკვეთით.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით