შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

ჩიხლაძე გიორგი » გადასახადები

თქვენი აზრით, როგორი საგადასახადო სისტემაა მისაღები საქართველოსთვის და რა პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს საშემოსავლო გადასახადი?

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საგადასახადო სისტემას. რეკომენდებული იქნებოდა, რომ მიღებულ იქნეს საგადასახადო სისტემის ამერიკის მოდელი – მეტი შემოსავალი – პროგრესირებადი დაბეგვრა. საშემოსავლო დაბეგვრიდან უნდა განთავისუფლდეს მოსახლეთა ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 300 ლარს.

ბიზნესის დაბეგვრაში უნდა შემუშავდეს შეღავათიანი დაბეგვრის პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება (როგორც მაგალითი):

  • ბიზნესისათვის, რომელშიც დასაქმებულია 500 და მეტი თანამშრომელი, მინიმალური ხელფასით 800 ლარი.
    • 300 და მეტი თანამშრომელი, მინიმალური ხელფასით 1000 ლარი;
    • 100 და მეტი თანამშრომელი, მინიმალური ხელფასით 1300 ლარი;
    • 50 და მეტი თანამშრომელი, მინიმალური ხელფასით 1600 ლარი, აღნიშნული

მოთხოვნის ყოველწლიური ინდექსაციით;

  • ბიზნესისათვის, რომლის სამუშაო არეალი არის სოფლის მეურნეობა.
  • ბიზნესისათვის, რომლის საექსპორტო საქონელბრუნვა გასული წლის განმავლობაში აღემატება 1000000 აშშ დოლარს (როგორც მაგალითი).

პარალელურად უნდა შემუშავდეს საზოგადოებაში საშემოსავლო ბეგარის დროული გადახდის რეკლამირების პროგრამა.

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით