შეადარეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვები

შედარება

თარგამაძე გიორგი » გადასახადები

თქვენი აზრით, როგორი საგადასახადო სისტემაა მისაღები საქართველოსთვის და რა პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს საშემოსავლო გადასახადი?

ჩვენი პრინციპია სამართლიანი გადასახადები - ჩვენ გადავიხდით უფრო ნაკლებს უფრო ბევრნი - უნდა ამოქმედდეს  სოციალურად სამართლიანი პროგრესული დაბეგვრის რეჟიმი. მოქმედი საშემოსავლო გადასახადი ოცი პროცენტის ნაცვლად უნდა იყოს 10-20 პროცენტის ფარგლებში. ასევე, უნდა გაუქმდეს ქონების გადასახადი, თუმცა, საშემოსავლო გადასახადს დაემატოს +5 პროცენტი „მდიდრების გადასახადი“ იმ ადამიანებისათვის, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.

ჩვენი მიზანია, არანაირი გადასახადით არ იბეგრებოდეს მცირე ბიზნესი -   2020 წლის 1 იანვრამდე მცირე ბიზნესი არანაირი გადასახადით არ უნდა იბეგრებოდეს 100 000 ლარიანი ბრუნვის ფარგლებში. ამ დროს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა საქმიანობის სფეროსა და დაქირავებით დასაქმებულებს. ამასთან, მცირე ბიზნესი შეუფერხებლად უნდა სარგებლობდეს ყველა საგადასახადო დოკუმენტით. პრინციპი უნდა იყოს: აღირიცხება, მაგრამ არ იბეგრება. 100 000 – 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესი პროგრესული დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა (მოგების გადასახადი 5-15 პროცენტი) და მხოლოდ 200 000 ლარის შემდგომ დაუბრუნდება ქვეყანაში მოქმედ დაბეგვრის სრულფასოვან რეჟიმს. აღნიშნული მიდგომით უნდა შეიქმნას ახალი შესაძლებლობა ბიზნესისათვის.

 

დატოვეთ კომენტარი

უსართხოების კოდი:

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით